საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს სოფია ბაბლუანს და წარმატებებს უსურვებს

ევროპაში კინოცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად სოფია ბაბლუანი დაინიშნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად ევროპაში სოფია ბაბლუანი დაინიშნა.
წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სოფია ბაბლუანი საქართველოს დელეგეაციის წევრი იქნება და ფესტივალზე თავის ახალ ამპლუაში წარმოადგენს კინოცენტრსა და ქართული კინოს ინტერესებს. კინოფესტივალი 2024 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს დასრულდება.
სოფია ბაბლუანმა დაამთავრა პარიზის ხელოვნების აკადემია (Les beaux-Arts de Paris-Cergy), რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ბრიუსელის კინოსკოლაში (INSAS). პარიზში დაბრუნების შემდეგ მან კინოს სამყაროში თავი დაიმკვიდრა, როგორც სცენარისტმა და კინორეჟისორმა. მისი წარმატებული სარეჟისორო დებიუტი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „რა გისურვო ბრძოლის წინ?“ ფილმი დაფინანსდა ბურგუნდიის კინოდეპარტამენტისა და ARTE France-ის ტელევიზიის მიერ და არაერთ ფესტივალზე გაიმარჯვა. ამის შემდეგ მან მალევე დაიწყო საქმიანობა საფრანგეთის კინოცენტრში, გახდა სცენარების დაფინანსების ჟიურის წევრი და შეითავსა კინოცენტრში სცენარის განვითარების მრჩევლის ფუნქციაც. ის განაგრძობს საქმიანობას, როგორც სცენარისტი, საფრანგეთსა და მის საზღვრებს გარეთ.
სოფია ბაბლუანი არის საფრანგეთში კინოდიფუზიისა და დისტრიბუციის ასოციაცია ACID-ის წევრი. მისი ბოლო დოკუმენტური ფილმია „ფოფოდიას შვილები“, რომელიც პარიზის რეგიონის დეპარტამენტის მხარდაჭერით გადაიღო.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად „ევრიმაჟსა“და ჩრდილოეთ ამერიკაში გიგა აგლაძე დაინიშნა.
სსიპ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს სოფია ბაბლუანს თანამდებობაზე დანიშვნას და წარმატებებს უსურვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება