პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს კუდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის ისტორიული შედეგი დააფიქსირა

კუნძულ მალტაზე გამართულ ევროპირველობაზე საქართველოდან სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში 10-მა კუდოისტმა იასპარეზა და ცხრამ მედალი მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ორ წონაში ქართული ფინალი შედგა. ანდრია ზუხბაია ნიკოლოზ ჟვანიას დაუპირისპირდა (U13, 52+ კგ) და გაიმარჯვა, გოგა სიჭინავა კი ლადო აფრასიძეს (U16, -58 კგ) და აფრასიძემ მეორედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა;
ტურნირის MVP-ი საბა მარკელია (U16, – 42 კგ) გახდა, საბამ ყველა ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. საუკეთესო ტექნიკური მაჩვენებლებისთვის გუკა ხუბუტია (U16, – 48კგ) დააჯილდოვეს. საქართველოს ღირსებას გოგონებს შორის იცავდა ანჟელა მომცელიძე (U16, -63კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს დელეგაციას კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი ხელმძღვანელობს. ახალგაზრდა კუდოისტებთან ერთად იმყოფებიან საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია, კუდოს მწვრთნელი რომეო გაბელაია და კუდოს ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ლუკა ყოლბაია.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.