ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ლოგისტიკური ჰაბი სჭირდება - BDO (bm.ge)

საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ლოგისტიკური ჰაბი სჭირდება - BDO (bm.ge)

აუდიტორულ და ბიზნესს საკონსულტაციო მომსახურების კომპანია BDO-ში აცხადებენ, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს ლოგისტიკური ჰაბი აკლია.
როგორც BDO საქართველოს ბიზნესს საკონსულტაციო მიმართულების მენეჯერმა დავით ფაღავამ განაცხადა, საქართველოში ეს მიმართულება ნაკლებადაა განვითარებული, რაც ქვეყანას გადაზიდვების მიმართულებით კონკურენტუნარიანობას უმცირებს.
“ბიზნესს საკონსულტაციო კომპანიის გადმოსახედიდან და იმ გამოცდილებიდან, რაც გვაქვს ლოგისტიკურ კომპანიებთან ურთიერთობაში, ვლინდება, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში შეიქმნას ისეთი ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც საერთაშორისო ტვირთებს ლოგისტიკურ სერვისებს შესთავაზებს.
ამ ეტაპზე, რადგან [საქართველოში] მსგავსი ლოგისტიკური ცენტრები არ არის, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება ცოტა ჭირს, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ვხედავთ, რომ კომპანიებიც ფიქრობენ და საერთაშორისო ინვესტორებიც ხედავენ საქართველოში ამის პოტენციალს.
ლოგისტიკური ცენტრის განვითარება დაეხმარება ქვეყანას მოვიზიდოთ ტვირთები, ადგილზე მოხდეს მათი დამუშავება, გადახარისხება და სხვადასხვა მიმართულებებით გაგზავნა. ეს გულისხმობს სხვადასხვა კომპლექსური სერვისების შეთავაზებას და ერთი ფანჯრის პრინციპით საქართველოდან უკვე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირის მიმართულებით, ტვირთების გაშვებას”, - აღნიშნა დავით ფაღავამ.
bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.