არქივი17 ნოემბერი, 2023, 05:10
საქართველოს კომუნიკაციების კომისიასა და პორტუგალიის კომუნიკაციების ეროვნულ ორგანოს შორის, ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კომუნიკაციების კომისიასა და პორტუგალიის კომუნიკაციების ეროვნულ ორგანოს შორის, ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ComCom-სა და ANACOM-ს შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას ემსახურება.
სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა თანამშრომლობის გეგმა შეიმუშავეს, ამ მხრივ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მიზნად ისახავს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში კონკურენციის ხელშეწყობასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის წახალისებას.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.