ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 77.7 მლრდ ლარს შეადგენს

2023 წლის ნოემბრის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2023 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 77.7 მლრდ ლარს შეადგენს
საბანკო სექტორის კაპიტალი 12.0 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.5 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
სტატისტიკურ გაანგარიშებებში არ მონაწილეობს სს „ჰეშ"- სა და სს „პეივ ჯორჯია"-ს მონაცემები, რადგანაც ეს ციფრული ბანკები სატესტო რეჟიმში ოპერირებენ.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.