საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კონკურსს აცხადებს

კითხვის დრო: 2 წთ.საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს “საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა”.
პროექტების წარდგენს ვადაა 1-14 სექტემბერი.
პროექტი უნდა მოიცავდეს საქართველოს რეგიონებში არანაკლებ 8 კინოჩვენებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ფილმები. თითოეული კინოჩვენების შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემოქმედებითი ჯგუფის წევრთან შეხვედრა ან ფილმის განხილვასა და დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ისტორიის ფურცლები:
საკონკურსო კომისია დაკომპლექტებულია 5 წევრისგან.  პროექტის შერჩევის კრიტერიუმები ითვალისწინებს პროექტის ავტორების გამოცდილებას, პროექტის მდგრადობას, ინოვაციურობას და მიზანთან შესაბამისობას.
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 50 ათასი ლარი. გამოყოფილი დაფინანსება იურიდიული პირების შემთხვევაში არ აღემატება 17 ათას ლარს, ფიზიკური პირებისთვის კი 8 ათას ლარს.
კონკურსზე “საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა” განაცხადები მიიღება ელექტრონულად, სსიპ საქრთველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ელ. ფოსტაზე [email protected]. საკონკურსო პირობები და განაცხადების ფორმები 1 სექტემბრიდან განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე www.gnfc.ge .
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის სამსხურის უფროსს მანანა სურაძეს ელ.ფოსტაზე [email protected].
Artinfo.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”