ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა

ბაქოში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ვიცე-ჩემპიონი სოლომონ მანაშვილი (125 კგ) გახდა, რომელმაც ფინალი ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ალენ ხუბულოვთან ანგარიშით 5:6 დათმო.
ბრინჯაოს მედლები ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ), დავით ფაცინაშვილმა (70 კგ), ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ) და მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ლუკა ღვინჯილია და დავით ფაცინაშვილი კონტინენტის პირველობის მესამეადგილოსნები ზედიზედ მეორედ გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.