საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებს საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

პროექტის – „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებს საჯარო სკოლის მოსწავლეები რეგულარულად სტუმრობენ. ამჯერად, აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა თბილისის კერძო სკოლების – „ოპიზა“, „სხივი“ და „ნინო“ მოსწავლეებს უმასპინძლეს. სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადასაც.
მოსწავლეებმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე, მემორიალთან  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც, ქვედანაყოფის შექმნის ისტორიას გაეცნენ. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს, ასევე ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, მოზარდებს დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმაც უმასპინძლეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს ბესიკ ხულორდავას სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხედროების საქმიანობასა და დღის წესრიგს გაეცნენ.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა