საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას.
უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხაინდრავა პოლონური კომპანია - "MESKO S.A"-ს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობა, ასევე თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები.
"მოგვიანებით, ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა", - წერია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.