საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს მართავს. ირაკლი ჩიქოვანმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილიც. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე

საქმე რაშიც უკრაინას თავი გააყოფინეს გაცილებით მეტს მოითხოვს. ჯერ ამ 90 მილიარდით აომებენ უკრაინელებს გარკვეული ხანი. ევროპისთვის ეხლა მთავარი დროის მოგებაა, რომ მოიფიქრონ როგორ გამოვიდნენ ამ ომიდან სახის შენარჩუნებით