არქივი4 ივნისი, 2024, 13:55
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღის ბოლომდე ამინდი გაურესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 4 ივნისს დღის ბოლომდე ამინდი გაურესდება.
კერძოდ, 4 ივნისს დღის ბოლომდე შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს” - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტო საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.