საქართველოს ზამთრის კურორტები ევროპელი ინფლუენსერების ობიექტივში – ტურიზმის ადმინისტრაციამ ესპანეთიდან, იტალიიდან და შვედეთიდან მოთხილამურე ბლოგერებს უმასპინძლა

საქართველოს ზამთრის კურორტები ევროპელი ინფლუენსერების ობიექტივში – ტურიზმის ადმინისტრაციამ ესპანეთიდან, იტალიიდან და შვედეთიდან მოთხილამურე ბლოგერებს უმასპინძლა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთიდან, იტალიიდან და შვედეთიდან მოთხილამურე ბლოგერებს უმასპინძლა. ტურის 5 მონაწილე გურიაში ბახმაროს, სვანეთში კი მესტიასა და უშგულს ესტუმრა.

მოთხილამურე ინფლუენსერებმა გურიისა და სვანეთის მთებში ისრიალეს, საქართველოს ზამთრის ტურისტული კურორტების შესახებ ვიდეორგოლები, სთორები და პოსტები მოამზადეს, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა. მომზადებულ მასალას კი ასიათასობით გამომწერი ეცნობა.
ტურის მიზანია საქართველოს ზამთრის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)