საქართველოს ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვია
საქართველოს ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, 22 აპრილს გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის შემდეგაც მაკა ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ პრესასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
ვიზიტის ფარგლებში ფერიდუნ სინირლიოღლუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.