არქივი9 ივლისი, 2024, 10:53
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ხმლით ასპარეზობაში საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს პრიზიორია.
ჩვენმა ნაკრებმა ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, იტალიის გუნდი ანგარიშით 45:37 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.