ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ესპანეთთან გამარჯვება ჩემთვის სიურპრიზი არ იყო – იტალიის ნაკრების მწვრთნელი

საქართველოს ესპანეთთან გამარჯვება ჩემთვის სიურპრიზი არ იყო – იტალიის ნაკრების მწვრთნელი

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის მეორე მატჩს იტალიის ნაკრებთან გამართავს. მატჩი 30 აგვისტოს 16 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ქართველებმა პირველ ტურში ესპანეთი 83:69 დაამარცხეს, იტალიამ კი საბერძნეთთან 65:66 წააგო.
„სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ ომმავალ მეტოქეზე, საქართველოზე საინტერესოდ ისაუბრა.
„როდესაც კალათბურთს ვთამაშობდი, იუგოსლავია და რუსეთი (საბჭოთა კავშირი) ახალი დაშლილი იყო, საიდანაც ძლიერი საკალათბურთო ქვეყნები გამოვიდა. ხორვატია, ლიეტუვა და კიდევ 3-4 ნაკრები მართლაც დიდ ძალას წარმოადგენს და ამიტომაც არ გამკვირვებია საქართველოს ესპანეთთან გამარჯვება. ესპანეთს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ საქართველომ აჯობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად რთულ ჯგუფში ვართ“. პირველი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.