საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტს უნივერსიტეტის გარეთ, ღია ცის ქვეშ აგრძელებენ

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტს უნივერსიტეტის გარეთ, ღია ცის ქვეშ აგრძელებენ. მათ შესასვლელთან გაშლილი აქვთ ლეიბები, პლედები და ამგვარად გამოხატავენ პროტესტს. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი იმყოფებოდნენ ამავე უნივერსიტეტის პატიმარი სტუდენტის, ირაკლი მიმინოშვილის მხარდასაჭერ მარშზე, უნივერსიტეტში დაბრუნებულებს კი ადმინისტრაციამ უთხრა, რომ უნივერსიტეტში შესვლას ვერ შეძლებდნენ. სტუდენტების თქმით, ისინი ათი დღეა პროტესტს გამოხატავენ და მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულ სტუდენტს, ირაკლი მიმინოშვილს და ამ დროის განმავლობაში შენობაში შესვლის და გამოსვლის პრობლემა არ ჰქონიათ, თუმცა, ამ მხრივ ვითარება უკვე შეიცვალა.
სტუდენტების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, უნივერსიტეტის რექტორი გია კავთელიშვილი შეხვდეს მათგან სამ ადამიანს და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება, უცხადებს თუ არა სოლიდარობას ამავე უნივერსიტეტის პატიმარ სტუდენტს ირაკლი მიმინოშვილს, რომელიც „რუსული რეჟიმის ტყვეა“.
უნივერსიტეტთან გამოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, პატიმრობაში მყოფი სტუდენტის ირაკლი მიმინოშვილის მხარდამჭერი ბანერი: „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სოლიდარობას არ უცხადებს საკუთარ დაკავებულ სტუდენტს – ირაკლი მიმინოშვილს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს