საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები იქნება წარმოდგენილი.
„ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნება, მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სანტა და ბევრი გათამაშება დახვდებათ. დამთვალიერებლები ორივე დღის განმავლობაში „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენასაც იხილავენ.
ფესტივალზე „მასტერშეფის“ ფინალისტი, კონდიტერი ვაჟა წულუკიძე შოკოლადიანი ჩურჩხელების მომზადების მასტერკლასს ჩაატარებს. ღონისძიებაზე საახალწლო გვირგვინებისა და თათარას მოდუღების მასტერკლასიც გაიმართება. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.
ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდება.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი უკვე მეხუთედ გაიმართება. წლევანდელი წელი მასშტაბურობით გამოირჩევა, მონაწილეობას 30-მდე კომპანია მიიღებს, მათ შორის არიან დამწყები სტარტაპერები და ყველასათვის კარგად ნაცნობი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები.
„შოკოლადის საახალწლო ფესტივალი“ 2 და 3 დეკემბერს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ