ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სემეკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სატარიფო რეგულირების ხარისხის განვითარების ხელშეწყობისათვის საფინანსო სექტორში არსებული სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა, ერთობლივი პროექტების განხორციელება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.