არქივი9 სექტემბერი, 2024, 10:22
საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთში ჩავიდა

ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს ხვალ, 10 სექტემბერს ალბანეთის ნაკრებთან გამართავს. „ჯვაროსნები“ უკვე ტირანაში არიან და მზადებაც დაიწყეს. შეხვედრა სამშაბათს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
დღეს გუნდის მთავარი მწვრთნელი ტირანაში პრესკონფერენციას გამართავს, რის შემდეგაც ნაკრების ვარჯიში შედგება.
„ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყეს. თბილისში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ვილი სანიოლის გუნდმა 4:1 მოიგო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.