არქივი4 ივნისი, 2024, 13:23
საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის 18, 22 და 26 ივნისს გარდაბნის ცენტრალურ პარკში ევროპის თამაშების ღია ჩვენება მოეწყობა
საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის 18, 22 და 26 ივნისს გარდაბნის ცენტრალურ პარკში ევროპის თამაშების ღია ჩვენება მოეწყობა.
როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთერლი აცხადებს, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.
„გარდა თამაშის პირდაპირი ტრანსლაციისა, პარკში დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქტივობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარკში მოსულ გულშემატკივრებს დახვდეთ სასიამოვნო გარემო, რათა ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს”, - აცხადებს მერი.
აღნიშნულ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.