არქივი26 მარტი, 2024, 22:09
საქართველოს ეროვნული ნაკრები გამარჯვებას გუშემატკივართან ერთად რესპუბლიკის მოედანზე ზეიმობს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც შეკრებილ გულშემატკივართან ერთად აღნიშნავენ გამარჯვებას.
რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე „ქართული ოცნების“ წევრები.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივლისს ჩაატარებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.