საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიცხის გამო დროებით დაიხურა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიცხის გამო დროებით დაიხურა. განცხადებაში, რომელიც თავად გამოაქვეყნეს ვკითხულობთ, რომ დარბაზებში ტემპერატურის და ტენიანობის დადგენილი პარამეტრების დაცვა ზაფხულის ცხელ დღეებში შეუძლებელი გახდა. ექსპერტების თქმით, ტენიანობის და ტემპერატურის რეგულირების გარეშე საფრთხე ექმნება უნიკალურ ნამუშევრებსაც, რომელსაც მუზეუმი ინახავს, მათ შორის ფიროსმანის ნახატებს. არადა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მარეგულირებელი სისტემა რენოვაციის დროს დამონტაჟდა – სამი წელია წყობიდან ეტაპობრივად გამოდის, თუმცა რეაგირება არავის აქვს.
ადგილზე მისულ “პირველების” გადამღებ ჯგუფს დაუდასტურებს, რომ მუზეუმში გაგრილება-გათბობის სისტემაა დაზიანებული.
როდესაც ირღვევა ტემპერატურის და ტენიანობის პირობები, ეს ნიშნავს, რომ ნამუშევრები, რომლებიც არის წარმოდგენილი სივრცეში, არის საფრთხის ქვეშ. ეს არ არის პირველი შემთვევა. შარშან აგვისტოს თვეში გვქონდა პრობლემა- ბაღლინჩოებსი კოლონადა გაჩნდა ექსპოზიციის მიმდინარეობისას. ესეც იყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევიდან გამომდინარე. გალერეაში და მუზეუმში უნდა არსებობდეს კომპეტენტური სტაფი, რომლებიც უზრუნველყოფნე, რომ ნამუშევრები, რომლებიც წარმოდგენილია, იყოს სრულიად უსაფრთხოდ”, – აცხადებს ნინო გოგინაშვილი.
განცხადების თანახმად, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ვიზიტორთათვის 31 აგვისტოს გაიხსნება.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა