ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობას აქვეყნებს.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 78.6 მლრდ ლარს შეადგენს.
„2024 წლის იანვრის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2024 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 78.6 მლრდ ლარს შეადგენს.
საბანკო სექტორის კაპიტალი 12.3 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.6 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
სტატისტიკურ გაანგარიშებებში არ მონაწილეობს სს "ჰეშ-სა“ და სს "პეივ ჯორჯია-ს“ მონაცემები, რადგანაც ეს ციფრული ბანკები სატესტო რეჟიმში ოპერირებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.