საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი, როგორც ლიდერ ქვეყანას ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი, როგორც ლიდერ ქვეყანას ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის
საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე, ის ფაქტი, რომ ფორმალურად ჩამოვრჩებით, ნახევარი ნაბიჯით, უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, არის სრული უსამართლობა.
„ყველამ იცის, რომ საქართველო არaის გამოკვეთილი ლიდერი, ყველა თვალსაზრისით, კანდიდატ ქვეყნებს შორის, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ზრდა თუ ნებისმიერი სხვა სფერო. საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ფორმალურად ჩამოვრჩებით, ნახევარი ნაბიჯით, უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, არის სრული უსამართლობა.
მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება მომავალ წელს, ურთიერთობები გადაიტვირთება და სამართლიანობაც აღდგება. საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი, როგორც ლიდერ ქვეყანას ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, ყველა კუთხით საქართველო იქნება ნომერ პირველი ქვეყანა 2030 წელსაც იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო