ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7.5%-ით გაიზრდება - Galt & Taggart

საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7.5%-ით გაიზრდება - Galt & Taggart

გალტ&თაგარტის 6 ოქტომბრის კვირის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7.5%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს - 6.0%-ით.
,,საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში რეალური მშპ წლიურად 6.6%-ით გაიზარდა, წინა თვეში არსებული 6.5%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.9%-ით გაიზარდა. აგვისტოს ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის, ენერგეტიკის და ვაჭრობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში. ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება 2025 წელს, ხოლო 6.0%-ით 2026 წელს",- ნათქვამია გალტ&თაგარტის მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.