ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უნგრეთი ცალსახად უჭერს მხარს - დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უნგრეთი ცალსახად მხარს უჭერს.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ დაადასტურეს.
"საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უნგრეთი ცალსახად უჭერს მხარს და ჩვენ ეს არაერთხელ მოგვისმენია, როგორც საგარეო მინისტრისგან, ისე - პრემიერ-მინისტრისგან. რაც შეეხება ევროკავშირი-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებს, აქ არ ვისურვებდი გამეკეთებინა კომენტარი, ეს არის უნგრეთისა და ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხი", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.