,,საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს“ – სტანო

ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერის, პეტერ სტანოს განცხადებით, “საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს”. აუცილებელია მთელი ძალისხმევის მიმართვა, რათა საქართველოს მოსახლეობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიდან სარგებელი მიიღოს, – ასე უპასუხა სტანომ რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვას, განიხილება თუ არა საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე.
მანამდე რუსულმა გამოცემა ,,იზვესტიამ” გამოაქვეყნა პეტერ სტანოს კომენტარი. გამოცემა წერდა, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას „ს“, „სამხრეთ ოსეთისა“ და დნესტრისპირეთის გარეშე.
რადიო თავისუფლებისადმი სტანოს პასუხში არაფერია ნათქვამი შესაძლო დაშვებაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი მოლდოვა და საქართველო განიხილებიან დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით ან მის გარეშე.
სტანოს განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და „განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, გაააქტიუროს დიალოგი ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“.
„აუცილებელია მეტი შესაძლებლობის მიცემა დეიზოლაციისთვის და კონტაქტები საზოგადოებებს შორის, მეტად სტრუქტურირებული კონტაქტების გამოყენებით ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით“.
სტანოს განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება ქვეყანას უფრო მიმზიდველს გახდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვისაც.
„ჩვენ კვლავინდებურად დარწმუნებული ვართ, რომ დემოკრატიის შემდგომი გაძლიერება და კანონის უზენაესობა საქართველოს გახდის უფრო მიმზიდველს ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლებში. სარგებელი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იძლევა, აუცილებელია გახდეს უფრო ცნობადი და მიმზიდველი, შერიგებისა და სადმი მუდმივი მოწოდებით, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება. ეს არის გზა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, – ნათქვამია სტანოს წერილობით პასუხში.
radiotavisupleba.ge