საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მის უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბუდაპეშტში განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია.
„ევროკავშირი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს. მე ჩემი კოლეგა კიდევ ერთხელ დავარწმუნე იმაში, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საჭირო რეფორმებზე, მათ შორისაა ცხრა ნაბიჯის შესრულება, და აგრეთვე ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია“, – თქვა დარჩიაშვილმა.
საქართველოს პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ეფექტური დიალოგის წარმოება ყველა ევროპელ კოლეგასთან ინფორმაციის ღია გაცვლის მიზნით.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირის მოკავშირედ უსაფრთხოების სფეროში და განაგრძობს პარტნიორების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში წვლილის შეტანას.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე