ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს სულთმოფენობას ულოცავს. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მილოცვაშია აღნიშნული.
„საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. სახარების რწმენით, ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს ულოცავს“,-აღნიშნულია მილოცვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.