ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება" ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებების აღიარების თემას და ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას.
"საქართველოს დელეგაციამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ახალი არჩევნების ჩატარების დათქმა საქართველოს ხელისუფლებისთვის წითელი ხაზია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.