არქივი10 ოქტომბერი, 2025, 14:09
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა – დაცული ტერიტორიების სააგენტო

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 055 095 ვიზიტორი ეწვია, რაც, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„ყველაზე მეტი ვიზიტორი ფიქსირდება შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი.
ვიზიტორთა შორის 43% ადგილობრივი, ხოლო 57% უცხოელი ტურისტია.
უცხოელი ვიზიტორების ტოპ ხუთეულს წარმოადგენს ქვეყნები: ინდოეთი, რუსეთი, პოლონეთი, ისრაელი და ბელარუსი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.