ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსოფლიოს ქალაქების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა - ფოტოები

ამ ქალაქებს შორისაა: სტრასბურგი, ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო, პარიზი, დუბლინი, ასუანი, მადრიდი, სტამბოლი, ზაგრები, ნიქოზია, სკოპიე, ჰააგა და ა.შ.
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობა განათდა;
ნიუ-იორკში, თაიმსქვერის ბილბორდზე საქართველოს დროშა გამოისახა;
სან-ფრანცისკოში, მერიის შენობაზე აღიმართა ქართული დროშა;
საქართველოს დროშები გამოისახა მსოფლიოს ღირსშესანიშნაობაზე - ძვ.წ. მე-7 - მე-6 საუკუნის ფილეს ტაძრის კომპლექსზე ასუანში;
დუბლინის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს დროშები აღიმართა;
საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა თესალონიკის სანაპიროზე მდებარე თესალონიკის ქოლგები;
ჰააგის დიდი ტაძრის ( Grote Kerk Den Haag) მთავარი სამრეკლოდან შესრულდა საქართველოს ჰიმნი და ქართული მელოდიები;
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქართული დროშის ფერებში განათდა მადრიდის სიბელესის მოედანი;
26 მაისის აღსანიშნავად, ნიქოზიის ამფითეატრზე საქართველოს ეროვნული დროშის გამოისახა;
სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალწულის კოშკი;
ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებით განათდა ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო - „ტყუპებად" წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების TOBB-ის შენობა.
26 მაისთან დაკავშირებით პარიზში მე-17 ოლქის მერია, საქართველოს დროშის ფერებში გაფორმდა;
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქის სკოპიეს ცენტრალური, მაკედონიის მოედანზე საქართველოს დროშა და საქართველოს საიმიჯო კლიპები იქნა გაშვებული;
ხორვატიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ზაგრების ცენტრალური შადრევნები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
26 მაისთან დაკავშირებით, ბილბაოში გაიმართა ქართული ფოლკლორული კონცერტი საპატრიარქოს გუნდისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო მიღება გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში.
24 მაისს, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ცენტრის მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ქართულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა წარმოდგენა გამართა ალკალას თაღის ქვეშ, ესპანეთი , ქალაქ მადრიდში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.