ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარებიდან 33 წელი გავიდა

33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა. კენჭისყრის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
"თანახმა ხართ თუ არა აღდგეს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე" - რეფერენდუმის ამ შეკითხვას მონაწილეთა 99.08%-მა, 3 295 493 მოქალაქემ დადებითად უპასუხა.
საერთო-სახალხო რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების თაობაზე.
ამასთან, 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.