ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვარშავაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვარშავაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიება პოლონეთში ქართული დიასპორის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც დამთვალიერებლის წინაშე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები.
კულტურის დღეებზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები. ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა.
ვარშავაში ქართული კულტურის დღეებს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი დაესწრო, მან სიტყვით მიმართა შეკრებილ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.