ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთო - სახალხო კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების საფუძველზეც უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო
უზენაეს საბჭოს ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა, რეფერენდუმის კითხვა კი შემდეგნაირი იყო: "თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?"
საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა - რეფერენდუმის კითხვას დადებითად 98,9%-მა უპასუხა
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.