ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ბარიში მოქმედ საკვირაო სკოლა „იმედის“ აღსაზღდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური კონსული, ვახტანგ ანდღულაძე და ვიცეკონსული ხატია ჭელიძე ქალაქ ბარიში მოქმედ საკვირაო სკოლა „იმედს“ ესტუმრნენ და წინასწარ მიულოცეს პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი.
აღსანიშნავია, რომ საკვირაო სკოლაში გაერთიანებულია, სხვადასხვა ასაკის ორმოცამდე მოსწავლე. მოქმედებს, რამდენიმე სექტორი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შეისწავლონ ქართული ენა, ისტორია, ნაციონალური ცეკვა, სიმღერა, ხატვა და სხვა.
ღონისძიების ფარგლებში, პატარებმა შეასრულეს ქართული სიმღერები და წაიკითხეს ლექსები.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.