საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებობს. ასევე ისაუბრეს საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკასა და უწყების პრიორიტეტებზე.შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე და მოადგილეები ავთანდილ კოჭლამაზაშვილი და გიგა ძნელაძე ესწრებოდნენ.
გენერალურმა პროკურორმა მოადგილეებთან ერთად ასევე,ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული პროკურატურის შენობა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ პროკურატურის ახალი შენობა მორგებულია პროკურატურის თანამშრომლების საჭიროებებზე, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის მათ საქმიანობას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ხატია დეკანოიძე – საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხაბეიშვილი ნათელი მაგალითია, რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“