არქივი5 იანვარი, 2025, 13:52
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ პოსტი დატოვა - მედია

"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
პოსტიდან გადადგა. ნათია მერებაშვილი თანამშრომლებს პარასკევს დაემშვიდობა და უთხრა, რომ ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა.
მერებაშვილი 18 წელია პროკურატურაში მუშაობს და 5 წელია გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ ფაქტის შეფასებისას ამბობენ, რომ სისტემის რღვევა დაწყებულია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.