საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს პროკურატურის თანამშრომლების სახელით საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს.
„ასევე, საქართველოს პროკურატურის დახმარებით, საახალწლოდ წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გათბობის სიტემა დამონტაჟდა. ცენტრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა პროკურატურის წარმომადგენლებს საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პროკურატურა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის ყოველწლიურად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიების აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო