ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველი მოადგილე უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.
მინისტრმა ლევან ღირსიაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.
მათივე ცნობით, ლევან ღირსიაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. ასევე, გახლდათ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სხვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.