„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ნავთლუღი-საგურამოს მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ნავთლუღი-საგურამოს მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მცხეთის რაიონის სოფელ ლელუბანს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.
„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ნავთლუღი-საგურამოს DN-700მმ მაგისტრალური გაზსადენის 27.28 კილომეტრზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს 07:00 საათიდან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ლელუბნის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელუბანს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია