ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყარადაღ-თბილისის მ/გ-ის გაჩიანის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 501.0 კილომეტრზე, გაჩიანის განშტოების მილზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 11 ივლისს 10:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ყარაჯალასა და ყარათაკლიას.
„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 501.0 კილომეტრზე, გაჩიანის განშტოების მილზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები შესრულდება. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 11 ივლისს 10:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ შპს „სოკარ გაჩიანის“ გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ყარაჯალასა და ყარათაკლიას.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.