საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანა ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ტკოცას, ჩორჩანასა და წაღვლის მოსახლეობას გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ.
„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 108,0 კილომეტრზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 7 ნოემბერს 08:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ჩორჩანის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ტკოცას, ჩორჩანასა და წაღვლის.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.