ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და Danish Industry-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ორგანიზაციული ეფექტიანობის მიმართულებით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებს ეფუძნებოდა და თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან შედგებოდა. ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროდუქტიულობის გაგებისა და მართვის სტრატეგიული მნიშვნელობის გააზრება, ჩართულობის მექანიზმების წარმოჩენა და მათი გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე, ისევე როგორც მტკიცებულებაზე (მონაცემებზე) დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერება.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას დანიელ პარტნიორებთან. თანამშრომობის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, რომელიც კომპანიებში ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას ემსახურება, რაც ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა სასრგებლო იქნება როგორც ჩვენი წევრი კომპანიებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
Danish Industry-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის ბაზრის განვითარებისათვის წლის ბოლომდე კიდევ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.