არქივი17 ივლისი 2024, 11:54
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „საქკაბელს“ სოლარ კაბელის გამოშვებას
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს „საქკაბელს“ სოლარ კაბელების წარმატებულ წარმოებას, რომელიც კომპანიამ საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმზე წარადგინა. „საქკაბელმა“ საზოგადოებას ბაზარზე მოთხოვნადი კაბელის 50-მდე ნიმუში გააცნო, მათ შორის სოლარ H1Z2Z2-K კაბელი, რომელიც მზის პანელების ურთიერთკავშირსა და გრძელვადიან ფუნქციონირებას საიმედოდ უზრუნველყოფს. კომპანიამ ფორუმზე ასევე მზის ელექტრო სადგურების სამონტაჟოდ საჭირო სხვა საკაბელო და არასაკაბელო მიმართულების პროდუქტები წარადგინა, რომელზე მოთხოვნაც დღითი დღე იზრდება.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.