საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნესასოციაციაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ასოციაციის წევრებს მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პოლიტიკის დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც IFC Europe აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პროექტის ფარგლებში მოამზადა.
საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მექანიზმები და არსებული გამოწვევები.
„ყურადღება გამახვილდა წამყვან კომპანიებზე და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რათა მცირე და საშუალო ბიზნესებს გაუადვილდეთ წვდომა აქტივებზე დაფუძნებულ ფინანსურ პროდუქტებზე, როგორიცაა ფაქტორინგი და რევერს ფაქტორინგი.
შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია კონკრეტულ მექანიზმებზე მიიღეს, რომელიც ფინანსებზე წვდომის მხრივ მნიშვნელოვანია ბიზნეს ოპერაციების განსახოციელებლად”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა