საქართველოს ბიზნესასოციაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნესასოციაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ეხმიანება.
როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო სწორი და გონივრული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5% შემცირდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად შეესატყვისება ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირებულ მაჩვენებელს, რომელიც ამ ეტაპზე სამიზნე მიზნობრივ ნიშნულზე, კერძოდ კი 3 %-ზე დაბალია.
ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მისასალმებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით ადევნებს თვალს როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ასევე მიყვება იმ გლობალურ ტენდენციას, რომელიც 2024 წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გულისხმობს.
„აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება, თავისთავად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან ერთის მხრივ, იზოგება ხარჯები, რაც ბიზნესის ზრდაში გარდაისახება, მეორეს მხრივ, კი აღნიშნული ქმნის პოზიტიურ განწყობებს და სიგნალს აძლევს ბიზნესს, დამატებით მოიზიდოს საინვესტიციო კაპიტალი. შესაბამისად, ზემოხსენებული გადაწყვეტილება წაახალისებს ბიზნეს აქტივობას, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, გამოიწვევს მეტ დაკრედიტებას და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ ზრდას”, – ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)