საქართველოს ბანკმა, USAID – თან ერთად, ახალი ბიზნეს კურსის „ბიზნესი და მდგრადი განვითარების“ პრეზენტაცია გამართა

ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა, USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ახალი ბიზნეს კურსის „ბიზნესი და მდგრადი განვითარების“ პრეზენტაცია გამართა.
ბიზნესი და მდგარდი განვითარების კურსის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობაა. კურსი USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ექსპერტმა ოთარ ანთიამ მოამზადა და ის დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს გაიგონ თუ როგორ ხდება ბიზნესში მდგრადი პრაქტიკების დანერგვა, გამოიწვევს თუ არა ეს პროცესი საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას, დანახარჯების შემცირებას და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანას. კურსი ასევე მოიცავს გარემოსდაცვით სტანდარტებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს.
კურსი ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა – businesscourse.ge -ზე. პლატფორმა სხვადასხვა თემატიკის უფასო სასწავლო კურსებსა და მასტერკლასებს აერთიანებს და მათი დახმარებით, დაინტერესებულ ადამიანებს, ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, გაიუმჯობესონ თანამედროვე ბიზნესის სამართავად საჭირო უნარ-ჩვევები, შეიძინონ ახალი ცოდნა, წარმატებით გაიარონ ტრენინგები და მიიღონ სერტიფიკატი.