„საქართველოს ბანკი“ – შეიძინე სასურველი ნივთები „შავ პარასკევს“ და ისარგებლე სპეციალური შეთავაზებით SOLO Visa ბარათით გადახდისას

ს“ ინფორმაციით, ნოემბრის ბოლო პარასკევს, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, აქციის ფარგლებში სასურველი ნივთები, კურსები თუ სერვისები სპეციალურ ფასად შეიძინონ.
მათივე ცნობით, Visa-სთან ერთად კი ეს გამოცდილება კიდევ უფრო მეტად დასამახსოვრებელი ხდება.
ინფორმაციის თანახმად, მომხმარებელზე ზრუნვის ფარგლებში, SOLO შესაძლებლობას გაძლევთ, პარტნიორ მაღაზიებში პროდუქციაზე არსებულ ფასდაკლებასთან ერთად დამატებით ისარგებლოთ ქეშბექით და დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%, 30% ან 50% საკუთარ ანგარიშზე.
„აღნიშნული შეთავაზება ვრცელდება შემდეგ მაღაზიებზე: Elit Electronics Elit Electronics-ი შესაძლებლობას გაძლევთ, შეიძინოთ როგორც ცნობილი, ასევე ექსკლუზიური ბრენდების მრავალფეროვანი ტექნიკა როგორც კომპანიის მაღაზიათა ქსელში, ასევე ონლაინ. 24 ნოემბერს SOLO Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში კი საკუთარ ანგარიშზე გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი დაგიბრუნდებათ.
Jysk სკანდინავიური საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი „იუსკი“ მომხმარებელს სახლისთვის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. 24 ნოემბერს კი SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, Jysk-ის მაღაზიათა ქსელში SOLO Visa ბარათით გადახდისას ანგარიშზე დაიბრუნოს თანხის 30% (მაქსიმუმ 250 ლარი).
Megasport Megasport-ი აერთიანებს სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდებს – Diesel, Magellan, The North Face, Timberland, Scotch & Soda. აქციის დღეს მაღაზიათა ქსელში SOLO VISA ბარათით გადახდისას კი იმოქმედებს 50%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 250 ლარი).
SOLO Boutique SOLO Boutique სოლო მომხმარებლებს აძლევს წვდომას აქსესუარების, ჩანთების, ფეხსაცმელების, თავის მოვლისა და სხვადასხვა ექსკლუზიური ნივთების მრავალფეროვან არჩევანზე. აქციის ფარგლებში კი მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, 24 ნოემბერს ბუტიკში SOLO Visa ბარათით გადახდისას ისარგებლონ 50%-იანი ქეშბექით და საკუთარ ანგარიშზე დაიბრუნონ მაქსიმუმ 1 200 ლარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ