„საქართველოს ბანკი“ – საქართველოში ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება

ს“ ინფორმაციით, საქართველოში ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
როგორც ბანკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „მაღალი ინფლაცია საქართველოში 2023 წლის აპრილიდან სწრაფად შემცირდა“.
„ინფლაციის დინამიკა ყოველთვის აქტუალური საკითხია, რადგან ყველა ჩვენგანს ეხება. ამასთან, თუ ინფლაცია მისაღებ დონეზე მაღალია, იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუარესებას იწვევს. შესაბამისად, ინფლაციასთან ბრძოლა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. სწორედ ამიტომაც, 1974 წელს -ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა ინფლაციას ქვეყნის ნომერი პირველი მტერი უწოდა.
საქართველოში ინფლაციის მისაღებ დონედ 3.0%-ია განსაზღვრული, თუმცა 2020 წლის კოვიდ-19 პანდემიის შემდეგ, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ინფლაცია საკმაოდ გაიზარდა, რაზეც სხვადასხვა ფაქტორებს ჰქონდა გავლენა. ეს ფაქტორებია: წარმოების დანახარჯების ზრდა (კოვიდის დროს დაწესებული შეზღუდვების ფონზე), ტრანსპორტირების გაძვირება, საერთაშორისო ბაზრებზე სხვადასხვა პროდუქტების ფასების მაღალი ზრდა და ა.შ.
მაღალი ინფლაცია საქართველოში 2023 წლის აპრილიდან სწრაფად შემცირდა და დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ზოგადად, ინფლაციის საერთო დონის შემცირებას სხვა ფაქტორებთან ერთად, ეროვნული ბანკის გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამაც შეუწყო ხელი. 2023 წლის ნოემბერში ინფლაცია კიდევ უფრო შენელდა, რაც სურსათის ფასების მოსალოდნელზე მაღალმა კლებამ განაპირობა. მაგალითად, ნოემბერში სურსათის ფასები წლიურად 3.6%-ით შემცირდა, მაშინ როცა 2023 წლის დასაწყისში 16.4%-ით იყო მომატებული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამომხმარებლო საქონლის ფასების დინამიკაზე საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ცვლილებები მოქმედებს, რადგან ჩვენს სამომხმარებლო კალათაში, დაახლოებით, 70% იმპორტირებული საქონელია. სურსათის ფასების ბოლოდროინდელი შენელებაც საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტრენდის შედეგია, რასაც ასევე ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტის გამყარებამ. შედეგად, 2023 წლის გაზაფხულიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ფასები მკვეთრად შემცირდა, განსაკუთრებით, აპრილი-სექტემბრის პერიოდში (საშუალო წლიური კლება 6.0% იყო). ნოემბერში იმპორტირებული ფასების კლება შენელდა, რადგან ოქტომბრიდან ნავთობპროდუქტების ფასები წინა თვეებთან შედარებით, ახლო აღმოსავლეთში -პალესტინის კონფლიქტის ფონზე გაიზარდა.
იმპორტირებული ინფლაციის კლებასთან ერთად, 2023 წელს ადგილობრივად წარმოებული საქონლის ფასების ზრდაც შენელებულია. ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპი ოქტომბერში დაფიქსირებული 4.5%-იდან ნოემბერში 3.8%-ამდე შენელდა (2023 წლის იანვარში 14.2% იყო).
ინფლაციის არსებული დინამიკიდან გამომდინარე, უკვე ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მინიმუმ 25 საბაზისო პუნქტით 9.75%-ამდე შეამცირებს 2023 წლის 20 დეკემბრის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის